Sunday 19 October 2014

ტრენინგის შეჯამება

ინტელის სასწავლო კურსის შესწავლამ შემაცვლევინა ხედვა და მიდგომა პროექტებთან დაკავშირებით . მომცა შესაძლებლობა უკეთესად ვიმუშაო ამ მიმართულებით .ჩემს გამოცდილებას გამოვიყენებ შემდგომი პროექტებზე მუშაობისას,ჩემს გამოცდილებას გაუზიარებ ,ჩემს მოსწავლეებს, რათა მეტად დავაინტერესო კვლევის მეთოდით განუვითარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.ტრენინგის დასაწყისში მეძნელებოდა კურსის შესწავლა მაგრამ ქალბატონი ქეთის დახმარებით ყველა სირთულე დავძლიეთ და მეტად სასიამოვნო და შემეცნებითი გახდა თითოეული დღე .დიდი მადლობა ყველას ამ ტრენინგის მოწყობისთვის

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. გავიმეორეთ განვლილი საკითხები.ვიმუშავეთ ბლოგში გავეცანით ბლოგში გვერდების შექმნას, HTML-გაჯეტის შექმნას და მის გამოყენებას ჩვენი პორთფოლიოს შექმნისას..დღემ მეტად საინტერესოდ ჩაიარა განვიხილეთ სხვადასხვა პროექტები .მოვისმინეთ უამრავი საინტერესო იდეა და მოსაზრება გავიზიარეთ ერთმანეთის მოსაზრებები და შენიშვნები,რომელსაც შემდგომი მუშაობის პერიოდში აუცილებლად  გავითვალისწინებ.

Saturday 18 October 2014

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღე დავიწყეთ გამეორებით. განვიხილეთ ფასილიტაციის რესურსები,დავათვარიელეთ ნიმუშები.გავეცანით ფასილიტაციის რესურსის შექმნას .,  .მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო,დავამუშავეთ თითოეული მათგანი.ვისწავლეთ ბლოგში ჩვენი საქაღალდის გადატანა .გავეცანით ჩვენი  საქაღალდეების საცავს Drive-ს. ვისწავლეთ მასში მუშაობა.დღე იყო მეტად ნაყოფიერი. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის

Tuesday 14 October 2014

ტრენინგის მე-7 დღე

გავამთლიანეთ შესწავლილი მასალა .გავარჩიეთ თუ როგორ შევურჩევთ დავალებებს სხვადასხვა საჭიროებების მქონე მოსწავლეებს .ვიმუშავეთ ბლოგზე ვისწავლეთ გამოკით ხვის გაჯეტის შექმნა ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

Sunday 12 October 2014

ტრენინგის მე-6 დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა .განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაცია თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშესაწყობად.გადავხედეთ გეგმებს გზამკვლევიდან.დეტალურად განვიხილეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები  .მათი გამოყენებია საჭიროების შემთხვევაში

Saturday 11 October 2014

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგის დაწყებისას შევაჯამეთ წინა ტრენინგებზე შესწავლილი მასალა.თუ როგორ  მოვახერხოთ ჩვენს სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება. სასარგებლო ვებ - საიტების ეფექტურად მოძიება.გავარჩიეთ საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები ვისწავლეთ მათი ტექნიკურად შესრულება.ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზე. ვიმუშავეთ სურათის ჩასმაზე ,დიზაინზე, სურათის შეცვლა აღდგენაზე. ბლოგის შეცვლაზე და მის შემდგომ აღდგენაზე. ვიმუშავეთ მოსწავლეთა ბლოგებზე მათ შექმნაზე და დამუშავებაზე  .დეტალურად დავამუშავეთ მისი ტექნიკური მხარე

Sunday 5 October 2014

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგის მე-4 დღე დავიწყეთ მასალის გამეორებით. დაწვრილებით განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვების რუბრიკა. გავეცანით საგნების მიხედვით  თითოეული საგნის ზოგადი, თემატური და  შინაარსობრივი კითხვები. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი.დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ვიმუშავეთ პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.